სტილი
(21.02.2022)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანუშკა ამილახვარი ტაქსიში მოსმენილ ისტორიას იხსენებს - თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ცოლი საბერძნეთში სამუშაოდ წასული ეგულებოდა, ის ერთ-ერთ საროსკიპოში იპოვა. 

"სამსახურიდან დროულად გამოვედი. ბიუჯეტს გადავხედე და ამჯერადაც არჩევანი Taxi-ზე შევაჩერე. პირველივე შემხვედრი გავაჩერე. 

მძღოლი - ეს მთავრობაა?!... ამ საცობების მოსპობა 1 დღეში შეიძლება (მძღოლს 5 პუნქტად გაწერილი გეგმა ჰქონდა), არ აწყობთ.., ჯიბეზე ნაკლები ფული მიუვათ.., გააქციეს ხალხი ემიგრაციაში..., დააშორეს ოჯახები... და აქ ერთი ამბავი გაახსენდა, სარკე ჩემს მზერას მოარგო და დაიწყო:

- ერთი ამბავი გადამხდა, ალბათ გაიგებდით, აქ ხო ყველაფერი უცებ ვრცელდება.. (ისე როგორც გაირკვა ამბის გამავრცელებელიც თვითონ იყო)

- ბიჭი ჩამიჯდა მანქანაში, მთვრალი, ცმუკავდა, აქ წამიყვანე, იქ წამიყვანე, უნდა „გავერთოო“ (ანუ ღრუზინული აღტკინების გასანეიტრალებლად საროსკიპოებს ეძებდაო, მიმანიშნებდა - ბოდიშ და ხომ მიმიხვდით დაიკო ქვეტექსტებით)

უცებ ტირილი აუტყდა, მოთქვამდა, რას ვაკეთებ, რასაც ახლა მე ვაკეთებ ამას რა ქვია, კაცი ვარ ახლა მე, კიდე კაცი მქვია ახლა მეოო..

მერე გულისტკივილი გაუმხელია, - რომ ცოლი ოჯახის შესანახად საბერძნეთში ერთდროულად 2 მოხუცს უვლიდა, ის კი მონატრებასა და დარდს ემიგრანტი ცოლის გამოგზავნილი თანხით სასმელში ახრჩობდა, იმ კონკრეტულ დღეს კი მოჭარბებული ჰორმონების განიავების „აუცილებლობაც“ დამდგარა.

- ერთ დაწესებულებაში მიმაყვანინა თავი, გადავიდა და თან დალოდება მთხოვა - განაგრძო მძღოლმა, იქვე დაამატა, რომ დეპრესიას მიცემული ახალგაზრდა მამაკაცი, ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა და იმ დღისით მის სურვილებს ადამიანურად დავმორჩილდიო.

- შესული არ იყო ატყდა ჩხუბი და გინება, ვერ დავუშვი რომ ჩხუბის მონაწილე ჩემი მგზავრი იქნებოდა, გიჟივით გამოვარდა - საბერძნეთში გადახვეწილი ცოლი საროსკიპოს განთქმული სექსმუშაკის ამპლუაში დახვედრია, ძლივს გავაჩერეთ, თორემ უბედურებას მოიწევდაო...

მძღოლმა როსკიპი ქალის „ბერძნული ჰონორარის“ სქემაც გამაცნო:

- „ემიგრანტი“ მეტი ალიბისთვის მეძავობით გამომუშავებული თანხის ნაწილს საბერძნეთში მეგობარს უგზავნიდა, ის კი უკან, საქართველოში, ამ უბედურ ბიჭთან აგზავნიდა, როგორც ცოლის ანაზღაურებას, რომელსაც სათანადო დოკუმენტაციაც არ გააჩნდა საბანკო ოპერაციები თავად განეხორციელებინა", - წერს ანუშკა ამილახვარი.

Top Information Agency

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე