სტილი
(22.02.2022)

დიაზინერ გიორგი მასხულიას ცემაში ბრალდებულები დააკავეს. გამოძიება მათ  ჯგუფურ ძალადობას ედავება და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დიზაინერი ვიდეომიმართვაში ამბობდა, რომ მოძალადეებმა უთხრეს, რომ ეს რობერტო მავანისგან იყო. ,,პოსტ TV”-ის ჟურნალისტსა და დიზაინერს შორის უკვე დიდი ხანია, კონფლიქტია.

,,დიდი მადლობა ყველას, ასე ოპერატიულად რომ დააკავეს სამივე. არა ძალდობას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები თუ ვინ, მე ჩემს ქვეყანაში მინდა მშვიდი ცხოვრება”, – დაწერა გიორგი მასხულიამ, რომელსაც კომენტარებში სქრინი ჩაუგდეს, სადაც ის რობერტო მავანზე ამბობს, რომ ის სცემეს.

,,დღეს მავანი სირ** გავაგდე. არ ვიცი, რა მოასწრო, როგორი გადაღება, მაგრამ ხვალ პროკურატურაში შევიტან კონკურსის ჩაშლის მცდელობისთვის. ასე არ უნდა გრძელდებოდეს, ეს არის დევნა ადამიანის, ამიტომ სამართლებრივად აგებენ პასუხს. რამდენჯერაც მოხვედი, იმდენჯერ როგორ უნდა გაილახო, შე სირ**კო”, – წერს გიორგი მასხულია რობერტო მავანზე.

,,ეს რომ ცემს, ეგ არაა ძალადობა. ამას რომ ცემენ და დაცვა რომ არ ეფარება და პოლიციას ეგრევე რომ არ მიჰყავთ მასხუსთან 3-ვე ბიჭი, ეგ არ შეიძლება. ამათი ორმაგი კი არა, ყველამაგი სტანტარდების დედაც. გუშინ ეწერა ტიპს სტატუსი და ამაყობდა, მავანი ვცემე, როდემდე უნდა ვურტყა და რაღაცეებიო და დღეს ამაზე რომ იძალადეს – ვისა, ბიჭო. გიორგი მასხულია?! იმენა, უიმეე, მწერალთა კავშირო და ბედკრულო საქართველოოუ”, ,,შენ არ იძახდი, მე ვცემეო, შე ყ**ეო”, ,,ღირსი კი ხარ, ცილისწამებისთვის რომ გიჩივლოს მავანმა, რომ გამოფინე ტელევიზიებში”, – წერენ კომენტარებში.

,,არაა ცილისწამება, ამას მალე გაიგებს ყველა”, – წერს გიორგი მასხულია, რომელმაც ბევრი ადამიანისგან მიიღო მხარდამჭერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე