სტილი
(26.02.2022)

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი სახე გამოემხმაურა. მათი უმრავლესობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმაც, რომელსაც თან ვრცელი წერილი დაურთო, სადაც ხალხს მოუწოდებს, არ დაუჯერონ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. ის წერს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსულ ფორმას იცვამენ და ამბობენ, რომ რუსები ტყვედ ჩაიგდეს. ხოლო ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელს, უბრალოდ პროვოკაციაა. ამის გამო

თინა კანდელაკმა გამომწერების გაღიზიანება გამოიწვია და არაერთი ნეგატიური კომენტარიც მიიღო: „ასე მოღალატეები იქცევიან, თინა", „ასობით უდანაშაულო ბავშვი იხოცება, როგორ ბედავ ამის თქმას?! სირცხვილია!", „გისურვებთ, იგივე გამოიაროთ, რაც ახლა ჩვენ მოგვიწყეთ!" - სწერენ თინა კანდელაკს.

თინა კანდელაკის განცხადებასგამოეხმაურა მოდელი თაკო ნაცვლიშვილი: „თინა, მონსტრი ხარ. რა სირცხვილია, რომ ქართული გვარი გაქვს" - წერს თაკო. „ქართველი არ ხარ? ჩვენც მოვიგონეთ, რომ აგვაოხრა 2008 წელს? რამდენი ადამიანი დაგვიხოცა შენმა ლიდერმა? ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი რომ მიითვისა, არ იცი? შენი ერის და შენი სამშობლოს მოღალატე ხარ" - მიმართავს ეკო ფანგანი თინა კანდელაკს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე