სტილი
(25.06.2021)

კუნძულ კრეტაზე ახალდაქორწინებულ წყვილს შორის შეკამათება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

ხანიაში, 24 ივნისს, საქორწინო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 22:30 საათზე, სიძე- პატარძალს შორის კონფლიქტი დაიწყო, რაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით ხანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყაროს ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთის წინააღმდეგ სამზარეულოს ნივთებს იყენებდა. როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს ქვაბებს და კოვზებს ურტყამდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე