სტილი
(30.03.2022)

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნი და პრო­დუ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მას მერე გა­ეხ­ვა, რაც "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­კი­თხვა შემ­დე­გი ფორ­მუ­ლი­რე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "აუ­ცი­ლე­ბე­ლი არჩვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რას აირ­ჩევ­დით?" სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხებს შო­რის კი იყო: “მშვი­დო­ბა” და “თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

"დი­ლი­დან ეს ამაზ­რზე­ნი ნა­რა­ტი­ვი დამ­ხვდა ფბ-ზე. ოღონდ მგო­ნი ჩემს გარ­და ყვე­ლამ იცით ან ვინ არის და ან რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აა, ან რა გა­და­ცე­მაა და ფე­ი­კი რომ არაა ესეც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია? ეს უგუ­ნუ­რე­ბის სხვა სი­მაღ­ლეა აშ­კა­რად.

PS. არ ყო­ფი­ლა ფე­ი­კი. ბო­დი­ში მო­ი­ხა­და კი­თხვის არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თვის", - და­წე­რა დავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა "ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

კი­თხვის ამ­გვა­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა და სუ­ლა­ბე­რი­ძე გა­აკ­რი­ტი­კა, რის შემ­დე­გაც მან ამ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, ასე იყო, ასე იქ­ნე­ბა. ამ ბოლო დრო­საც, რა­საც ვქმნი, უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ეძღვნე­ბა, თუმ­ცა ისიც რე­ა­ლო­ბაა, რომ იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, ამას არას­დროს სქ­რი­ნა­ვენ, ეს, რა თქმა უნდა, არ მიკ­ვირს. ჩემი "ინ­სტაგ­რა­მის" გა­მო­კი­თხვა­ში კი­თხვის ფორ­მუ­ლი­რე­ბა იყო მარ­თლაც და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, უზუს­ტო­ბა და გა­დაც­დო­მა ხან­და­ხან ყვე­ლას მოგ­ვდის, არ მი­ჭირს ამის აღი­ა­რე­ბა, მით უფრო, რომ არც რე­ზო­ნანსზე დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ და არც გა­მო­კი­თხვის სა­ბო­ლოო შე­დეგს ვე­ლო­დი ასეთს... მეს­მის, რომ ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბის მცი­რე ნა­წილს მი­ზე­ზი მი­ვე­ცი ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტუ­ლი აღ­შფო­თე­ბის­თვის, თუმ­ცა ვი­საც ჩემი პი­რა­დი გვერ­დის გა­მო­კი­თხვა მარ­თლა გულ­წრფე­ლად შე­ე­ხო, (მათ შო­რის ბევრ ჩემ­თვის უც­ნობ ადა­მი­ანს) მე მა­პა­ტი­ეთ”, - წერს სუ­ლა­ბე­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე