სტილი
(08.04.2022)

ქართული წარმომავლობის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკასაც ღიად უჭერს მხარს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებდა და უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებდა, კანდელაკმა დონბასისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის" აღსანიშნავ კონცერტზე საზოგადოებას მიმართა და პუტინს მხარი დაუჭირა.

"ახალი დღე დადგა, მოდი, გავიხსენოთ კრიტიკული აზროვნების წესები:

1. არ დაუჯეროთ ტყვეების ფოტოებსა და ვიდეოებს. არის მაგალითები იმისა, რომ პირობითად, რუსული ქურთუკი უკრაინელ სამხედროს ზემოდან აცვია. ეს სასაცილოა, თუმცა ყველა ვერ ხვდება.

2. ახლა უკვე ნათელია, კიდევ ერთხელ, თუ ვინ არის მოღალატე. არ ვიტყვი, "ტელეგრამ"-არხებისა და სატელევიზიო არხების სიას, თუმცა "თეთრი ძაფი მათ უჩანთ, როგორც თეთრი ზონარი".

3. ვიდეოები ყვირილითა და ტირილით: ააა, ისინი ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ვირუსია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავგზა აგიბნიოთ. ამ სიყალბის ავტორებმა კარგად იციან თქვენი სუსტი წერტილი.

4. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ცივი გონება და ნუ ახდენთ საკუთარი თავის გადაბირებას, ნუ გახდებით ანგლოსაქსური პროპაგანდის მსხვერპლი. ხან სასარგებლოა საკუთარ თავს უთხრათ - მე არაფერი ვიცი, ვიდრე, თქვენთვის გამზადებული ტყუილი იცოდეთ", - დაწერა სოციალურ ქსელში თინა კანდელაკმა უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღეს.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუს სპორტსმენებსაც, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე ვითარების გამო საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება დაკარგეს:

"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს ამ რთულ დროს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ლოზუნგს უღალატა - „სპორტი პოლიტიკის მიღმა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე