სტილი
(12.04.2022)

ია ფარულავამ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა სიყვარულზე, რის გამოც საქართველოში დაბრუნდა:

„ამას ექსკლუზიურად ვინახავ, რადგან წიგნი უნდა დავწერო. მე არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს. კი ბატონო, ვინაობა ბევრმა იცის და შეგიძლია თქვა. როდესაც მე ვამბობდი მის ვინაობას, ყოველთვის ჭრიდნენ, ეს იქნებოდა „პროფილი“ თუ „ნანუკას შოუ“. შენ თუ გინდა თქვი და მე არ ვიტყვი…“

ია ფარულავას ამ ფრაზის შემდეგ თათია შარანგიამ ასეთი კითხვა დაუსვა: „ამ თემას იმიტომ არ ჰყვები და ინახავ ექსკლუზივად, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილზე? ვიცი, რომ ძალიან უყვარდი…“

ია ფარულავა: „შემდეგი კითხვა… ჩვენ კლასელები ვიყავით და ერთ მერხთან ვისხედით. ბავშვობაში ძალიან ვუყვარდი, ნულ და პირველ ჯგუფებში“.

ია ფარულავა დასძენს, რომ მიშა სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ: „მისი პატიმრობა არის უდიდესი დანაშაული. ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მიშა სააკაშვილის, როგორც მამაკაცის მიმართ, ერთია და ჩემი, როგორც მოქალაქის სახელმწიფო დამოკიდებულება, როგორც პერსონის მიმართ, არის სულ სხვა… მიშა უნდა გათავისუფლდეს, ამას არაერთი პოსტი მივუძღვენი. მიშა აღმოჩნდა, ყველამ დავინახეთ, საოცარი პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ნათელმხილველი, უდიდესი პროგნოზების გამკეთებელი ადამიანი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე