სტილი
(15.04.2022)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა ღიად დაგმო რუსული აგრესია და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის, გარდა მსოფლიო ვარსკვლავებისა, თავად რუსი მომღერლები თუ მსახიობებიც აღმოჩნდნენ, მაგალითად, ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი, ვერა ბრეჟნევა და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთა თოფურიამ ომის დაწყების დროს საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "არა ომს", მას შემდეგ მას ამ თემაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც უკრაინელი ხალხისთვის დაუჭერია ღიად მხარი. მეტიც, ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობდა, მას სხვა არტისტებთან ერთად მოსკოვში 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა ემღერა, თუმცა მონაწილეობა პირადი პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ამ ყველაფრის შემდეგ სოციალურ ქსელში ქართველების დამოკიდებულება ქეთა თოფურიას მიმართ შეიცვალა და ისინი არ ერიდებიან აგრესიული კომენტარების დატოვებას მისი ფოტოების ქვეშ: "არსად დაკარგო კადიროვის მეგობარი ქმარი! სირცხვილია!", "თუ კარგს არაფერს აკეთებ, ხალხს მაინც ნუ აღიზიანებ! დედა არ ხარ?", "შენ ადგილას შემრცხვებოდა გამოჩენა", "მრცხვენია, რომ ქართველი ხარ" - წერენ "ინსტაგრამზე".

განსაკუთრებული გაღიზიანება კი ქეთა თოფურიას ბოლოს გამოქვეყნებულმა ვიდეომ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ მოსკოვში უკვე 13 გრადუსია, როგორც იქნა, გაზაფხული მოვიდა და მზე ანათებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე