სტილი
(16.04.2022)

თინა კანდელაკი „ტელეგრამში" რუსი მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნის პასპორტების მიღებას ეხმაურება. ის წერს, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა, განაჩენია.

„რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა შეუძლებელია. ესაა ქვეყანა, სადაც გაცხადებულ მოღალატეებსაც კი, აძლევენ თავშესაფარსა და საკვებს. ისინი არ ცხოვრობენ ცივ გერმანულ სარდაფებში, რუსეთი იცავს თავის მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პასპორტით ახლა ყველა ქვეყანაში ვერ შეხვალ, ეს არაა ჩვენი გადაწყვეტილება. მთავარია არა რომელიმე ქვეყნის საზღვარი, არამედ ადამიანური საზღვრები. ეს ეხება ყველას, ვინც ახლა საკუთარ ფულს უცხოეთში აკონვერტირებს, რუსეთის შეყვარება არასოდესაა გვიან. ის არასოდეს გაქცევთ ზურგს, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოთ" - წერს თინა კანდელაკი „ტელეგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე