სტილი
(19.04.2022)

გადაცემაში „ნოესთან“ მომღერალ ნატალია ქუთათელაძესა და წამყვანს შორის კამათი გაიმართა თემაზე - თუ როგორ უყურებენ ისინი კულტურის სფეროს განვითარების საკითხს.

„ყველა დროის ყველა მთავრობისა და მმართველებისთვის არასდროს ყოფილა და არც არის კულტურა და განათლება პრიორიტეტი. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს ორი სფერო მეოცე ადგილასაა და არ მომერიდება ამის თქმის. არც ის მაინტერესებს, ვინ დამეთანხმება და ვინ არა. ფაქტია, რომ დღეს საქართველო განათლების კუთხით არის სამარცხვინო ადგილას, ხოლო კულტურას არ ეთმობა აბსოლუტურად არანაირი ყურადღება,“ - განაცხადა ნატალია ქუთათელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე