სტილი
(24.10.2023)

მუსიკოსმა ტარიელ სუარმა ყოფილ მეუღლესთან, ია ფარულავასთან დაშორების შესახებ ისაუბრა. ჟურნალ „თბილისელებთან“ მან დაადასტურა, რომ მას შემდეგ მსახიობი ერთხელაც არ უნახავს:

„ია არ მინახავს მას შემდეგ, რაც დავშორდით, მაგრამ ჩემი მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არა მხოლოდ იას მიმართ, არამედ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალიან ფაქიზი და თბილია.

ნამდვილად რთული იყო, როდესაც ღალატის თაობაზე ეჭვი გამიჩნდა, თუმცა უშეცდომო არავინ არის. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემმა შინაგანმა ბუნებამ ეს გადალახა თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავია...

ეჭვი მივიტანე ერთ ადამიანზე და დავასკვენი, რომ იქ ღალატს ჰქონდა ადგილი. თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, უბრალოდ, ია გამოვტეხე და რადგან აღიარა, ესე იგი, სიმართლე აღმოჩნდა…“ - განაცხადა ტარიელ სუარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე