სტილი
(25.10.2023)

სალომე უშხვანი თაია ჭიჭინაძეს უპირისპირდება და აფრთხილებს. რომ იმ შემთხვევაში. თუ მასზე საუბარს არ შეწყვეტს, ფაქტებს დაუდებს.

"ისევ არ მემეტები ამ ჰეითისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არც პროექტში გამითვალისწინე როგორც ქალი და არც პროექტს გარეთ, იმ ქალურ სოლიდარობას გიცხადებ, რომლის აზრზე არ ხარ, კიდევ გაცდით, კიდევ ბოლოჯერ თავს ვაძალებ არ დაგემსგავსოთ და ისე არ დაგიპირისპირდეთ, როგორც თქვენ მე. ქალებო, ძლიერო ქალებო, შენ თუ სიყვარულის გამო დაუშვი შეცდომა, მე უცოლო კაცი შემიყვარდა, როგორც თქვენ ამტკიცებდით, არ მოხდა ისე, რომ ჩემი გრძნობები ცალმხრივი დარჩენილიყო, თქვენ კი გამწირეთ გამოყენებისთვის, თრევისთვის, გაურკვევლობისთვის, ბულინგისთვის, მაგრამ ღმერთმა არ გამწირა საბოლოოდ, და ის მახე ჩემთვის დაგებული თქვენთვის ღრმა აღმოჩნდა, ახლა გეყოთ ნამუსი და შემეშვით, ჩემი ბრალია თქვენი სიხარბისთვის დაშვებული შეცდომის შედეგს რომ იმკით?

მე შემთხვევით ვარ ამ ამბავში გახვეული, თქვენ შეგნებულად. არც ერთი ჩემი დაქალი არ გამოსულა და არ გაულანძღიხარ, არც მაშინ და არც ახლა, შენ ბულინგისთვის ჰეითისთვის გამიმეტე. ახლა მოსთქვამ პირდაპირ ეთერში და შენს ემოციებს ჩემი მისამართით ჰეითად აქცევ. მასკარადს მიდგამ და შოუს შიგნიდან რომ გამაშაო! გეყოთ იმდენი გამბედაობა, რომ დაშვებულ შეცდომებზე პასუხი აგოთ ისე, რომ სხვას არ გადააბრალოთ ! ან ითამაშე ღირსეულად, როგორც მართლა ფენიქსიდან წამომდგარმა ქალმა. ან დატოვე პროექტი! ამ გაითვალისწინებ და შეწყვეტ ჩემს გაშავებას, ან მომიწევს თავი დავიცვა და გავაცოცხლო დავიწყებული ისტორია რეალური ფაქტებით! წარმატებები!", - წერს სალომე უშხვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე