სტილი
(31.10.2023)

გიორგი მასხულია ბრიუსელში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა. დიზაინერი ბელგიიდან მიმართვას ავრცელებს:

„დიახ, მე ბრიუსელში გადმოვედი საცხოვრებლად და მიხარია, რომ ეს ქვეყანა აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. ყველაფერი წინ გვაქვს დიდი ამბებით და კარგი მოლოდინებით.

ბევრი ფიქრობთ, ალბათ, ოჰ, მასხუ წავიდა და გვეშველა, გზა გაგვეხსნა პროექტებზეო. არ დაგავიწყდეთ, რომ ლიცენზიები, რაც კი საქართველოში წარმატებული პროექტებია, ჩემს დაქვემდებარებაშია, და ეს თქვენი ბაბილინა პროექტები რაც არ უნდა ატაროთ, მაინც საბავშო ბაღად მიმაჩნია. მოხარული ვიქნები და მივესალმები მხოლოდ იმ პროექტებს, ვინც აკეთებს კარგად და ნორმალურად, 20 წელი რომ აკეთებ და მაინც წინ ვერ მიდიხარ, შენელებული ვაგონივით ხართ, ეს ცოტა ძალიან მძაგს...

ძალიან მალე დიდი შოუ, გრანდიოზული პერსონალური ჩვენება გაიმართება ჩემი ბრიუსელში. ქვეყანას არ,აქვს მნიშვნელობა, მთავარი მიზანია და მონდომება... ჩემს ყველაზე დიდ პლუსად, იცით, რა მახასიათებს? მტერს ტაშს ვაკვრევინებ ყველა ჩემს გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯზე.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე