სტილი
(30.11.2023)

საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

„გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით დარჩით. მიყვარხართ და გმადლობთ კიდევ ერთხელ," - წერს ჰიპ-ჰოპ არტისტი.

ცნობისთვის, კაბუმ საპატიმრო გუშინ დატოვა. მან მედიასთან მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ქალზე განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ადვოკატის განცხადებით, კაბუმ გირაოს თანხის სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე