სტილი
(14.12.2023)

სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე? სტრესი, წონის მატება, რესპირატორული პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძილის ნაკლებობა, დიაბეტი – ეს სატრანსპორტო საცობებით გამოწვეული პრობლემებია. საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რა ემართება ჩვენს სხეულს ყოველდღიური საცობების შედეგად.

სტრესი: ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სენტ-ლუისში აჩვენა, რომ გადატვირთული გზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მგზავრობამ შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი და დაღლილობა. სტრესის გამოვლინებები კი ხშირად ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

წონის მატება: სატრანსპორტო საცობებმა ასევე შეიძლება, შეანელოს ადამიანის მეტაბოლური პროცესები. მანქანის მართვის ან მგზავრობის გამო ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს წონის მატების რისკი.

რესპირატორული პრობლემები: ჰაერის დაბინძურება არის მავნე ზემოქმედება, რომელიც მანქანების მიერ გამოყოფილი ნაწილაკებისა და გაზების შედეგია. ამას შეიძლება მოჰყვეს გულმკერდის ტკივილიც და სუნთქვის გაძნელებაც, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებით. ასევე, გააუარესოს იმ ადამიანთა ჯანმრთელობა, რომლებსაც აქვთ ასთმა და პნევმონია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო მაღალი რისკი: მანქანების საცობები იწვევს არტერიულ წნევასა და არტერიულ ანთებას. ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედება ასევე დაკავშირებულია უფრო სერიოზულ მდგომარეობებთან, როგორებიცაა გულის შეტევა და ინსულტიც კი.

ძილის ნაკლებობა: ხანგრძლივი მგზავრობა ნიშნავს ნაკლებ დროს ძილისთვის, რაც აუცილებელია ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის. ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის დაქვეითება, იმუნიტეტის შესუსტება.

დიაბეტის უფრო მაღალი რისკი: სატრანსპორტო კოლაფსში უმოქმედობის გამო მეტაბოლიზმის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება ადამიანი დიაბეტის რისკის ქვეშაც დააყენოს.

რომელია ეფექტური გზები პრობლემის წინააღმდეგ?

ფიზიკური აქტივობა: დაუპირისპირდით მგზავრის სავარძელზე უსაქმოდ გატარებულ საათებს და დაკავდით რაიმე სახის ვარჯიშით. იქნება ეს იოგა თუ უბრალოდ ფეხით სიარული. თქვენი სხეულის ფიზიკური აქტივობა ამცირებს უმოქმედობასთან დაკავშირებული მრავალი ფიზიკური დაავადების რისკს.

მედიაცია: მიუხედავად იმისა, რომ საცობებში წარმოქმნილი სიტუაციის კონტროლი რთულია (ან თითქმის შეუძლებელი), აზროვნების მართვა სტრესის მართვის უკეთესი გზაა. მუსიკალური ტრეკები,  დაგეხმარებათ ქაოსისგან თავის დაღწევაში და სამუშაო-ცხოვრების ბალანსის შექმნაში.

სათანადო კვების დაცვა: ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის სრულყოფილი სათანადო დიეტის გარეშე. ნუტრიენტებით მდიდარი საკვების მოხმარება არის მთავარი გზა სხვადასხვა დაავადების რისკის შესამცირებლად.

დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შეზღუდვა: მართალია, ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შეზღუდვა ნიღბების ტარებით და ფანჯრების დახურვით.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ გადაჭრით საცობებით გამოწვეულ პრობლემებს, შეგიძლიათ, აღიჭურვოთ ჩვენი ერთ-ერთი გეგმით, რათა დაამარცხოთ ის დაავადებები, რომლებიც საცობების შედეგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე