სტილი
(20.12.2023)

ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი მო­დის სახლ Balenciaga-ს შავ სი­ა­ში მოხ­ვდა და უკ­რა­ი­ნას­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გამო. ამის შე­სა­ხებ კირკოროვმა რუ­სულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

გაირკვა, რომ შემსრულებლის სტილისტმა დარეკა მონაკოში მდებარე ბრენდის ბუტიკიდან და აცნობა, რომ ვეღარ მოემსახურებოდნენ მის კლიენტს, რადგან ის რუსეთში დარჩა და მხარს უჭერს ამჟამინდელ რეჟიმს , - თქვა კირკოროვმა დობროვინსკისთან ინტერვიუში.

დუ­ბა­ი­ში გას­ტროლ­ზე ყოფ­ნი­სას სცა­და, Balenciaga-ს მა­ღა­ზი­ა­ში, ჩან­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ უთხრეს, რომ მისთვის ეს აკრძალული იყო.

"და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარს აშშ-ში და ვთხო­ვე, "ბა­ლენ­სი­ა­გა­ში" ჩემთვის ტან­საც­მლელი ეყიდა და უარი უთხრეს, საფ­რან­გე­თის ოფი­სი­დან მო­ვი­და წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჩემ­თვის ნივ­თე­ბის მი­ყიდ­ვა. ეს არის დემ­ნას პო­ზი­ცია..." - თქვა კირ­კო­როვ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე