სტილი
(27.12.2023)

26 დეკემბერს ცნობილი გახდა სია იმ მომღერლების, რომლებიც ახალი წლის ღამეს, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებენ. იმ შემსრულებლების ნაწილი, რომლებიც 31 დეკემბრის ღონისძიებაზე გამომსვლელთა სიაში არ არიან, მედიასთან შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ.

„ტვ პირველის“ შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დაბლოკეს, მომღერალი მერაბ სეფაშვილი ამბობს, რომ დაბლოკეს, თუმცა ეს მას არ აზიანებს:

„ბლოკავენ პოლიტიკურად ვინც არ მოსწონთ, ეგ არის რა, არ არის ეგ?

მეც ასე ვფიქრობ, რომ დამბლოკეს, მაგრამ ეს არანაირად არ მაზიანებს, რაღაც გაუგებარ სიტუაციაში ვართ, როგორც ყოველთვის“, – ამბობს მერაბ სეფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე