სტილი
(30.12.2023)

თი მაჭავარიანის ყოფილმა მეუღლემ, დავით გაფრინდაშვილმა, იგივე „ბზიკომ" დუმილი დაარღვია. მისი თქმით, ბრალდებები, რომელიც თი მაჭავარიანმა საჯაროდ წაუყენა, სიმართლეა.

„მონეტას რომ ორი მხარე აქვს, ყველამ ვიცით. ჩემთან დაკავშირებით, სწორი ინფორმაციები გაჟღერდა. თუმცა, ისიც დავუშვათ, რომ შესაძლოა, რაღაცები გაბუქებული ყოფილიყო...

თი მაჭავარიანის მხრიდან გაჟღერდა ღალატის ამბავი, თიმ რაც თქვა, მართალია... სამწუხაროდ, მოღალატე ვარ. შემდეგ მივყვეთ - ჩემი ალფონსობა ისეთი გამოგონილი და აბსურდია, კიდევ კარგი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს თბილისში. ყველამ იცის, რომ არასდროს არავის კისერზე ვყოფილვარ, 14 წლიდან ოჯახსაც გამოვეყავი, რომ დმაოუკიდებლად ცხოვრება მინდოდა. რაღაცებს უპასუხოდ დავტოვებ..." - ამბობს „ბზიკო" გიორგი ნაზღაიძის გადაცემაში „ყველაზე ყვითელი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე