სტილი
(08.01.2024)

"მართლა დავიღალე. ერთადერთი კომენტარი, რაც მაღიზიანებს, არის - "რუსკა, რატომ ხარ გამხდარი? არ ჭამ საჭმელს?" ხალხო, მომისმინეთ! 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ადამიანს მიუთითო, ჭამოს ან არ ჭამოს. 37 წელია, ვარ გამხდარი ადამიანი, წელს რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე? თავს გრძნობ კარგად, ჯანსაღად, მომწონს ჩემი თავი და თქვენ თუ არ მოგწონთ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ ნუ წაუღებთ ტვინს სხვებს, ძალიან დამღლელია და თან ადამიანი კომპლექსდება იმაზე, რომ გამხდარია. იმიტომ ვარ გამხდარი, რომ თავს ვგრძნობ გადასარევად და მომწონს ჩემი თავი ასე. დაგვანებეთ თავი, დამაგლიჯეთ ნერვები" - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც უტაქტო კომენტარების ავტორებისთვის ჩაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე