სტილი
(08.02.2024)

მოს­კო­ვის მე­რი­ამ ერო­ტი­კუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი აკ­რძა­ლა, ამის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა უკვე გა­ეგ­ზავ­ნათ წვე­უ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­თვის მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა. 

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ემორ­ჩი­ლე­ბო­და კა­ნონს და მიზ­ნად ისა­ხავ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ხატ­ვის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას, მი­ვი­ღეთ გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ სექ­სის თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა და­უშ­ვე­ბე­ლია“, - ნათ­ქვა­მია ოთხშა­ბათს ტე­ლეგ­რა­მის Kinky Party-ის არხზე.

"დოჟ­დი“ აღ­ნიშ­ნავს, რომ შემ­დე­გი და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა მოს­კოვ­ში 17 თე­ბერ­ვალს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ა­უქ­მეს.

"ამ­ჟა­მად ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შეგ­ხვდე­ბით სხვა ქვეყ­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა.

აღსანიშნავია, რომ Kinky Party-ის ფარგლებში მსგავ­სი წვე­უ­ლე­ბე­ბი უკვე გა­ი­მარ­თა 3 თებერვალს.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არარ­სე­ბუ­ლი "სა­ერ­თა­შო­რი­სო ლგბტ მოძ­რა­ო­ბა“ ექ­სტრე­მის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რა და ასე­ვე ბლო­გერ ანას­ტა­სია ივ­ლე­ე­ვას მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი "თით­ქმის შიშ­ვე­ლი“ წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა და­ი­წყეს წვე­უ­ლე­ბე­ბის ჩაშ­ლა. თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში, ძა­ლო­ვა­ნებ­მა ჩა­შა­ლეს ეკა­ტე­რინ­ბურ­გში სექს წვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში იმარ­თე­ბო­და. ასეთ წვე­უ­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს აკა­ვე­ბენ, აპა­ტიმ­რე­ბენ ან აი­ძუ­ლე­ბენ სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ "ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლის­თვის“ და კლუ­ბე­ბი იხუ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე