სტილი
(22.02.2024)

მსა­ხი­ო­ბი ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ჯერ კი­დევ პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, რო­დე­საც მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. პირ­ვე­ლი ცო­ლიც მსა­ხი­ო­ბი იყო, მას­თან ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. არ­ჩე­ვა­ნი მე­ო­რე­დაც მსა­ხი­ობ­ზე შე­ა­ჩე­რა და 40 წე­ლია ერ­თად მო­დი­ან. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ეკა მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

„ერთხელ სუფ­რას­თან კა­მა­თიც მოგ­ვი­ვი­და, ვი­ღა­ცამ მი­თხრა, შვი­ლებს რო­გორ და­ა­ნე­ბე თა­ვიო. არ მი­მი­ტო­ვე­ბია, კაცო, ცოლს დავ­შორ­დი, შვი­ლე­ბი ისევ ისე მიყ­ვარს და ისევ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მე ვი­ყა­ვი და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, მივ­ხვდი, რომ ამ ქალ­თან არ შე­მეძ­ლო ცხოვ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როა ეს და დღე­საც ბო­დიშს ვუხ­დი ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვანს.

კარ­გა ხანი ვაწ­ვა­ლეთ ერ­თმა­ნე­თი, სახ­ლში მოს­ვლა რომ არ გინ­და ადა­მი­ანს. მა­საც ალ­ბათ ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბო­და. ერთ დღეს მარ­ტი­ვად გა­დავ­ჭე­რით პრობ­ლე­მა და მე და ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე გა­ვი­ქე­ცით გუ­რი­ა­ში. ამ დროს ქორ­წი­ნე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ჩემი მე­სა­მე შვი­ლი ეკა, რო­მე­ლიც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­მე­ძი­ნა, რამ­დე­ნი­მე წლის იყო, რო­დე­საც პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად განვქორ­წინ­დით.

ამ თე­მა­ზე ბი­ჭებ­თან დღემ­დე არ მი­სა­უბ­რია. იდე­ა­ლუ­რი მამა-შვი­ლო­ბა გვაქვს, მაგ­რამ გა­სა­გე­ბია, რომ მათ რა­ღაც ტკე­ნა აქვთ გულ­ში.

მე­ო­რე მე­უღ­ლეც მსა­ხი­ო­ბია. მოხ­და ისე, რომ მას შე­ვუყ­ვარ­დი, ცოტა აჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი, აღარ მინ­დო­და არა­ვის და­ნახ­ვა. ალენ დე­ლო­ნი არ ვარ, მაგ­რამ ვხიბ­ლავ­დი ქა­ლებს, რა­ღაც ავი­წყვი­ტე. მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად მოხ­და, თა­მუ­ნამ მაგ­რძნო­ბი­ნა რა­ღა­ცე­ბი. იყო პე­რი­ო­დი, რომ თა­ვად და­მა­ნე­ბა თავი, მერე ისევ შევ­რიგ­დით და ამა­სო­ბა­ში ჩვენ­ში მოხ­და ისე­თი რამ, რომ მივ­ხვდით, რომ ერ­თად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. 40 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ და ერ­თად ვართ და აწი, რაღა დაგ­ვა­შო­რებს. რაც დრო გა­დის, უფრო გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და პა­ტივს ვცემთ, უფრო ეშხში შევ­დი­ვართ“, - განაცხადა ალეკო მახარობლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე