სტილი
(26.02.2024)

ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავი, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში, შევიწროებასა და სექსისტურ შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნეს. დეპარდიეს წინააღმდეგ სარჩელი დამდგმელმა მხატვარმა ამელიამ შეიტანა, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2021 წელს ფილმის, Les volets verts-ის გადაღებაზე მუშაობდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გამოცემა Mediapart-ის ინფორმაციით, დეპარდიემ ქალს მრავალი შეურაცხმყოფელი შენიშვნა მისცა. ასევე ის თეძოებზე, მკერდზე და მუცელზე შეეხო. ქალის თქმით, სექსუალური შევიწროებისგან ის დეპარდიეს დაცვის წარმომადგენლებმა გადაარჩინეს, რომლებიც იმ მომენტში ოთახში შევიდნენ. კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, განაცხადა, რომ დეპარდიემ მას მკერდზე და დუნდულებზე ხელი სტაცა.

ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში ადრეც იყო ბრალდებული. 2023 წლის აპრილში მის აღვირახსნილ საქციელზე 13-მა მსახიობმა ქალმა განაცხადა. ასევე დეპარდიეს მხრიდან ძალადობაზე ესპანელი ჟურნალისტი ქალი რუტ ბასაც საუბრობს, რომელიც მსახიობისგან ინტერვიუს იღებდა.

ჟერარ დეპარდიეს დასაცავად გამოვიდნენ კიდევ ერთი ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი, საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი და საფრანგეთის კულტურის წარმომადგენლები. ისინი დეპარდიეს „უდიდეს მსახიობს" უწოდებენ და „ლინჩის წესით მისი გასამართლება დაუშვებლად მიაჩნიათ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე