სტილი
(26.02.2024)

მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. ახლახან, ნინუცამ გადაცემაში „შუადღე", რომლის სტუმრები, ღალატის თემას განიხილავდნენ, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და საჯაროდ მოჰყვა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა, მისი შეყვარებულის მიმოწერა მისი დის საუკეთესო მეგობართან.

აღნიშნულს ამავე გადაცემაში მომღერალი ირმა სოხაძე გამოეხმაურა:

„ნაკლები გამოცდილება მაქვს, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვით ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.

რაც შენ მოყევი შოკის მომგვრელია, ბევრი კითხვის ნიშანია, რა უნდოდა? რატომ შეგირიგდა თუ შენთან არ უნდოდა, თუ უნდოდა, მერე რატომ შეგირიგდა?

რამდენი წყვილიც არის და რამდენი ურთიერთობაც, იმდენი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, ვინ პატიობს, ვინ არ პატიობს, ვინ ზედმეტად ეჭვიანია, ზოგი არ არის, მაგრამ პარტნიორს იმდენს პატიობს, ესეც არ ვარგა, მაგრამ გადაჭარბებული ეჭვიანობით შეიძლება ბნელ ოთახში კატა არ იყოს და ჩვენ მაინც ვიპოვოთ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე