სტილი
(10.04.2024)

მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება და წერს , რომ „გაერთიანების და სწორ მხარეს დგომის დროა".

მოცეკვავე გუშინ 9 აპრილს გამართული აქციის ვიდეოსაც აქვეყნებს:

„35 წელია , რაც 9 აპრილს, სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ვიცავთ მახრჩობელა რუსეთისგან, რომელიც ხან მოგვიჭერს კისერში და ხან მოგვიშვებს, მაგრამ, მაინც შემოხვეულია საქართველოს სხეულზე და არ გვიშვებს... როდემდე?!?! მაშინ ყველაფერი ნათელი იყო: თავისუფლების მოყვარე , ქართველი ერი და მონსტრი , ამაზრზენი კომუნისტური რუსეთი... ახლანდელი ბრძოლა კი კიდევ უფრო საშიში და სულისშემძვრელია, რადგან სახეშეცვლილი კომუნისტური რუსეთი , ჩვენივე მემამულეების, ქართველების ხელით გვებრძვის, ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცინებს...

ნუ გავახარებთ მტერს!!! გთხოვთ, გემუდარებით გონს მოეგეთ დრო აღარ გვაქვს!!! გავერთიანდეთ და სწორ მხარეს დავდგეთ ერთად, ერთი საქმისთვის, საქართველოს საბოლოოდ გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, 9 აპრილისთვის, მომავლისთვის, შვილები და შვილიშვილებისთვის" - წერს დარჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე