სტილი
(02.05.2024)

ტელეკომპანია "იმედის" ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პროტესტის გამოთმქა არ ერიდება:

"როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას, ასე ხდება. ყრუ კედელი...  რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს.

"მშვიდობის ქალაქს", "ევროპულ ქალაქს", როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში

პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული, ამ ბეწვის ხიდზე, რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები, საქართველოს მთავრობა" - წერს ამირეჯიბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე