სტილი
(09.06.2021)

ფოტომოდელი და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "ინსტაგრამზე" ცეცხლოვანი ფოტოსესიის ამსახველ კადრებს აქვეყნებს. მოდელმა საცურაო კოსტიუმით იპოზიორა და იდეალური სხეული გამოაჩინა.

"ჰორიზონტის ყურება ყოველთვის გარკვეულ მისტიკურ კმაყოფილებას იწვევს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ ფოტოს ბუნების საიდუმლოებების ამოხსნაში?

ზაფხულის პირველი დღეები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში... ვიცი, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მზის სხივების, პლაჟებისა და აუზების დროა", -წერს ნეკა და გამომწერებს ფოტოებს უზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე