სტილი
(21.06.2021)

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ქალიშვილი მალე ბიჭის დედა გახდება. სუხიშვილების მოცეკვავე და თეატრის ქორეოგრაფი "ინსტაგრამზე" აქტიურია და ეს სიახლეც საკუთარ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო.

თინათინი უკვე ორსულობის მეშვიდე თვეშია და ზღვის სანაპიროდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც საცურაო კოსტიუმი აცვია.

წულაძემ გამომწერებისგან ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა. მისი გამომწერები ხშირად წერენ, რომ თინათინი იდეალურ ფორმაშია.

სუხიშვილების მოცეკვავე ახალ ფოტოს მეუღლესთან ერთადაც აქვეყნებს. როგორც ის ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამბობდა, წინასწარ გული უგრძნობდა, რომ მუცლადმყოფი ბავშვი ბიჭი იქნებოდა. თუმცა

მამას - ლევან წულაძეს, ძალიან მამას - ლევან წულაძეს, ძალიან უნდოდა გოგო შვილიშვილი და ამისთვის ყოველდღე ლოცულობდა.

"მამა ყოველდღე მეკითხება, გული ხომ არ გერევაო. რატომღაც ჰგონია, რომ თუ გული მერევა, ყველაფერი კარგად არის. ახლა აღარ მერევა, კარგად ვარ-მეთქი და მეკითხება, რატომო. ჰგონია, რადგან ორსულად ვარ, რაღაც უნდა მაწუხებდეს. ამიტომაც ვიგონებ რაღაცებს - მეძინება, დავიღალე, მშია და ა.შ. და ამით ბედნიერია..." - ამბობდა თინათინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე