სტილი
(22.06.2021)

საზოგადოება მომღერალ ნინი ქარსელაძის პირადი ცხოვრებითა და სასიყვარულო ისტორიებით ხშირად ინტერესდება, მომღერალი კი მცირე, თუმცა საჭირო ინფორმაციას პერიოდულად ასაჯაროებს ხოლმე. 

30 წლის ქართველი მომღერალი ეკრანებზე ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გამოჩნდა და 90-იანი წლების ჰიტების შესრულება დაიწყო. ნინი ხალხის თვალწინ გაიზარდა და რამდენიმე თვის წინ ოჯახიც შექმნა. 

ცნობილია, რომ ქარსელაძის რჩეული 38 წლის მილიონერი ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილია. წყვილი ურთიერთობას და მათ შორის ოჯახის შექმნას დიდხანს მალავდა. ხათუნა ჟორდანიას თქმით, მათ ამ ამბის გახმაურება არ სურდათ და იქამდე დამალეს, სადამდეც შეძლეს.

თაზო ნინიზე 8 წლით უფროსია. როგორც ცნობილია, მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილიც ჰყავს.ნინი და თაზო თავს ბედნიერად გრძნობენ და ამას მომღერლის მიერ გაზიარებული ფოტოებიდან მარტივად შენიშნავთ. ნინიმ დაბადების დღეზე საჩუქრად ულამაზესი ბეჭედი მიიღო. წყვილმა თაფლობისთვე უცხოეთში გაატარა. თაზო მას საჩუქრებითა და თაიგულით მუდამ ანებივრებს.

ბოლო წლებია ქარსელაძემ სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა, მომღერალი სულ რამდენიმე "ინსტაგრამ სთორითა" და ფოტოებით შემოიფარგლება ხოლმე, თუმცა "სთორებში" მისი მეუღლე ხშირად ჩანს. ჩანს, რომ წყვილი ერთად თავს კარგად გრძნობს და საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლამაზ ლოკაციას სტუმრობენ.

ნინიმ ბოლო პერიოდში იმიჯიც შეიცვალა, მომღერალმა თმის ახალი ფერი და ვარცხნილობა მოირგო. ნინის ახალი სტილი მოუხდა. რამდენიმე თვის წინ ქარსელაძემ საჯაროდ, "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით დედას მიმართა. "დე, ჩემი და შენი სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩემი პირადი მზე" - დაწერა მომღერალმა "სთორიში".

ხათუნა ჟორდანია კვლავ მკურნალობს. მომღერალი დედას მთელი შემართებით გვერდში უდგას და მის გამხნევებას ყოველთვის ცდილობს. თავად ხათუნა სოციალურ ქსელში მკურნალობაზე ხშირად საუბრობს. მან საკუთარ "ინტაგრამზე" თურქეთის საავადმყოფოს ფოტოც გააზიარა და დაწერა, რომ მკურნალობის კურსს იქ გადიოდა.

"გავდიოდი მკურნალობის კურსს და ახლა ველოდები ამ მკურნალობის შედეგებს… ეს არის დაავადება, რომელიც მაშინ წაგაქცევს, თუ შენ ემოციურად ვერ გაუმკლავდები", - დაწერა ჟორდანიამ "ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე