სტილი
(24.06.2021)

ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ახალ ეტაპზე გადადიხარ, ხვდები, რომ ბავშვობა წარსულს ჩააბარე და სამომავლო, საპასუხისმგებლო გეგმები უნდა დასახო. სწორედ, ამ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადავიდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, რუსკა ქარქაშაძე. მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი წლიდან მუშაობს, დაკავებულია და გადარბენის რეჟიმში უწევს ყოფნა, სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა, პარალელურად, მასწავლებლებთან მეცადინეობდა და ახლა, უმაღლესში ჩასაბარებელი, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

რუსკა ქარქაშაძე: სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემში ახალი ემოციები შემოვიდა და თან გული მწყდება, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დიდხნიანი ეტაპი დასრულდა – სკოლა, სადაც მთელი 12 წელი გავატარე. ახლა ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავედი და მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის გამო ძალიან დაკავებული ვიყავი და ხშირად მიწევდა გაკვეთილების გაცდენა, სკოლა ვერცხლის მედალზე დავასრულე. ოქროს მედალი რომ მიმეღო, მხოლოდ, ერთმა საგანმა შემიშალა ხელი, კერძოდ, ინგლისურმა. არადა, ეს საგანი ყველაზე კარგად ვიცოდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოტივაცია დამივარდა. პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ. პარალელურად, ვემზადებოდი და ვაბარებ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებზე.

ყველა მეუბნება: შენს ასაკში ასეთი რეჟიმით ცხოვრება რთულია, ყველა ერთობა, შენ კიდევ მხოლოდ – სამსახური, გადაღება და მეცადინეობაო. რასაკვირველია, კლასელებთან და მეგობრებთან გართობა მაკლდა. იყო პერიოდი, როცა გადაღებების გამო სკოლაში ერთი თვე არ მივსულვარ. თუმცა, მერე ამინაზღაურებია და

ჩამიბარებია გამოცდები. სამაგიეროდ, მომიკლია ის ურთიერთობა და გართობა, რაც თანატოლებთან და კლასელებთან უნდა მქონოდა. რასაკვირველია, ამაზე გული მწყდება. წესით, რასაც ჩემს ასაკში უნდა ვაკეთებდე, დიდი ხანია, აღარ ვაკეთებ.

იხილეთ სრულიად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე