სტილი
(24.06.2021)

ნიჭიერი და მოტივაციით აღსავსე მომღერალი ლიზა ყენია "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და გამომწერებიც მის სიახლეებს თვალს მუდმივად ადევნებენ.

ლიზას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ადგილას მოგზაურობს და დროს ხალისიანად ატარებს.

მეგობარ ბლოგერებთან ერთად დროის გატარება და მოგზაურობაც ძალიან მოსწონს.

ლიზა მზის მოყვარული ადამიანია. ამიტომ მისი გვერდი სავსეა ფოტოებით, სადაც მზეს ეფიცხება და რუჯს იღებს.

ცეცხლოვან ფოტოებს ყოველთვის ბევრი კომენტარი აქვს, სადაც გამომწერები აღნიშნავენ, რომ ლიზა ძალიან მოსწონთ.

მომღერალს რამდენიმე ჰობი აქვს. მოცეკვავის ამპლუაში უკვე ვიხილეთ. თუმცა მისი ერთ-ერთი გატაცებაა კრივი, რაც შესანიშნავად გამოსდის.

თავისუფალ დროს ამ საქმიანობასაც ხშირად უთმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე