სტილი
(21.03.2022)

მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი 24 დეკემბერს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილმა ბავშვს გალაკტიონი დაარქვა და გულშემატკივრებისგან უამრავი სიყვარული თუ დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

წყვილმა შვილი საზოგადოებას სულ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა, მანამდე კი მის სახეს ფოტოებში არ აჩენდნენ. ამჯერად მარიტა და გიორგი გალაკტიონის ახალ ვიდეოს აქვეყნებენ: „ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი 86 დღე გალაკტიონთან ერთად!“ - წერს მარიტა მელიქიშვილი. „როგორ ჰგავს დედას“, „მარიტას ასლია“, „საოცარი ბავშვია“ - წერენ კომენტარებში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე