სტილი
(22.03.2022)

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო: „ბოლო დროს ყველაფერი აირია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პურის ფული მიჭირდა. სტუდია მაქვს, რომელსაც ვამუშავებ, მაგრამ შემოსავალი იჯარასაც არ ჰყოფნის. ველოდი, როდის დალაგდებოდა ყველაფერი, მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი სამუშაოდ. ჩემს ქვეყანას დიდი ხნით ვერ დავტოვებ, ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. რაც ყველაზე მთავარია, ორი შვილი მყავს და აქ მათ გარეშე მიწევს ყოფნა, რაც ძალიან რთული გადასატანია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავბრუნდები… ახლახან ჩამოვედი, მაგრამ უკვე დეპრესიაში ვარ, ჩემი შვილების დატოვება ერთი დღითაც კი მიჭირს. ყოველდღე ვტირი, ყოველ წუთს ვტირი, როცა ბავშვებს ველაპარაკები, ან როცა მარტო ვარ, თავს ვერ ვიკავებ. არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმას, რასაც დღეს მე განვიცდი…“, - ამბობს მზია ორველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე