სტილი
(29.03.2022)

ნოდიკო ტატიშვილი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში საუბრობს, რომ მისი პირადი ცხოვრება ვერ დალაგდა. ყოფილა შეყვარებული, თუმცა ოფიციალური ურთიერთობები მაინც არ შედგა:

„არ ვიცი, აი, ვერ დალაგდა ჩემი პირადი ცხოვრება. დღეს ვცხოვრობ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მართლა, ოჯახის მხრიდან, მაგალითად. უკვე 35 წლის ხარ, მოიყვანე ცოლი, რატომ არ მოგყავს ცოლი? ცოლის მოყვანა რა არის? უნდა მიხვიდე ვიღაცასთან და უთხრა, მოდი, ცოლად გამომყევიო? ურთიერთობა უნდა შედგეს, გაიშალოს, იგრძნო, რომ შენი ადამიანია, ერთმანეთს აბალანსებთ, კომფორტი გაქვთ და რაც მთავარია, გიყვართ ერთმანეთი.

რა თქმა უნდა, სკოლის პერიოდიდან ვყოფილვარ შეყვარებული, მერეც დიდობაში. რამდენიმე წლის წინაც... როცა მეგონა, რომ მორჩა, აი, ვიპოვე. ერთი სული მქონდა, როდის განვითარდებოდა ამბავი, რომ ჩემებისთვის გამეცნო, მეგობრებისთვის... მაგრამ უცებ, ყველაფერი გაქრა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე