სტილი
(31.03.2022)

მომღერალი ელენე ფოჩხუა მეუღლეს გაშორდა. მიზეზად ის მედიასთან საუბრისას ღალატს ასახელებს. ჟურნალ „გზის“ კითხვაზე მეუღლის შესახებ ის ასე პასუხობს:

„ახლა ზუსტად შემიძლია გითხრა, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე აღარ მიყვარს. მან ძალიან მატკინა, დააშავა.

 შეჩვეული ვიყავი, პირველი შემთხვევა არ იყო. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ გახლდათ, მაგრამ ჩემი ძმის ტრაგედიის ფონზე ამაზე დარდი დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაკაჟებული ვარ, რკინის, ბეტონის და არმატურისგან შექმნილი. ამ ფაქტზე ნერვიულობა არ ღირს. ვინც არ დაგაფასებს, თავის გზაზე უნდა გაუშვა, მომავალი არ უნდა გაუნადგურო“ - ამბობს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე