სტილი
(01.04.2022)

მოდელი და ტელესახე თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და შვილის, ანდროს ფოტოებსაც საკმაოდ ხშირად აზიარებს. ანდრო ანთელიძე თიკასა და დავით ანთელიძის უფროსი ვაჟია. ანდრო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ის კალათბურთის თამაშს უთმობს.

როგორც ცნობილია, ანდრო კალათბურთელია და თან საკმაოდ წარმატებულიც. მან კარიერა ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, გასულ სეზონში კი სუპერლიგაში "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის, დავით როგავას ასისტენტი იყო.

გასულ წელს ახალგაზრდა მწვრთნელი ანდრო ანთელიძე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმყოფებოდა, სადაც ფიბა-ს 16-წლამდელთა ტოპ-გუნდების ევროჩელენჯერის პარალელურად, მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამა მიმდინარეობდა.

ანდროს გარდა, თიკას კიდევ ორი ვაჟი: იოანე და სანი ჰყავს. ცნობისთვის, თიკა დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. მომავალმა მეუღლემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თიკა შემთხვევით ტელევიზორში ნახა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.

ცოტა ხნის წინ თიკამ ვაჟთან ერთად გადაღებული ფოტო "ინსტაგრამზე" გააზიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე