სტილი
(04.04.2022)

რეპერი ლექს-სენი უკრაინელი მეუღლის, მისი ოჯახისა და განცდების შესახებ საუბრობს. კითხვაზე, რომელ ქალაქში არიან რეპერის მეუღლის ნათესავები, შემდეგნაირად პასუხობს:

„ივანო-ფრანკივსკში. ჩემს მეუღლეს იქ ჰყავს მშობლები და ძმები, ასევე ახლობლები.

მეუღლე როგორ არის?

უკვე მივეჩვიეთ ტრაგიკული სცენარით ცხოვრებას. ყველა დღე დაძაბული ვიღვიძებთ, ნორმალურად არ გვძინავს, მეუღლე ყოველდღე ესაუბრება დედას, ტირის, განიცდის. საბედნიეროდ, ეს ხალხი არ ტყდება, ცხოვრებას აგრძელებენ. ვისაც როგორ შეუძლია, იბრძვის. ისინი ჯერ კიდევ ახალი წლიდან ამბობდნენ, რუსები ომისთვის ემზადებიანო, მაგრამ მაშინ თვითონაც არ სჯეროდათ, რომ ისინი მართლა გაბედავდნენ…

ყველაფერი საკმაოდ რთულია. საკვები დეფიციტშია, თუკი რამე აქვთ თავისთვის გადადებული, იმის ნახევარსაც ჯარს უგზავნიან. სამხედროებს ეხმარებიან თავიანთი ფინანსური დანაზოგითაც…" - განუცხადა ლექს-სენმა "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე