სტილი
(26.06.2021)

ცნობილი მოდელი და ყოფილი „მის საქართველო" მეორე შვილს ელოდება. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია.

წყვილი ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებს და იქ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ.

თამთას უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან ერეკლე მანგოშვილთან.როგორც ცოტა ხნის წინ თქვა ინტერვიუში, მის ქალიშვილ მიას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თამთას მეუღლესთან:

"ჩემს მეუღლეზე გიჟდება. მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მანაც შვილივით მიიღო. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს საკუთარისგან არ ასხვავებს - ეს ქალისთვის დიდი ბედნიერებაა. როდესაც შვილი გყავს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შვილით უნდა "გაზომო". ისეთ ადამიანს არ მივიღებდი, ვინც მიას ვერ მიიღებდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე