სტილი
(07.04.2022)

რადიო „არ დაიდარდოსთან“ ლაშა რამიშვილის გადაცემაში ჩართვისას მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ექსკლუზიურად უპასუხა წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას უსაყვარლესი ქალიშვილის, ელის-მარია სააკაშვილის შესახებ.

სოფო ნიჟარაძე: 

„თქვენთან რომ მელაპარაკა, ოთახში ჩავიკეტე. არ ვიცი, ეთერში ისმოდა თუ არა, მაგრამ კარზე მიკაკუნებდა და დედა, „საფო“ მეძახდა. უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და მის გარეშე არაფერი მოხდეს. დედობა არაჩვეულებრივი, ძალიან სასიამოვნო ამპლუაა, განსხვავებული მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ როგორც ადამიანი და როგორც შემოქმედი, ძალიან შემცვალა დედობამ. ყველაფერი შეიცვალა ჩემ ირგვლივ, პრიორიტეტები სხვანაირად დალაგდა. ახლა, პრიორიტეტული ჩემი შვილია და ყველაფერი მის გარშემოა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე