სტილი
(26.06.2021)

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის, სხვადასხვა დროს, არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო, 2020 წელს კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.

ეკა სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და ოჯახურ, პირად თუ საქმიან ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს. აჯერად მან „ინსტაგრამსთორის" საშუალებით უფროს ქალიშვილზე, ანანო ლევიძეზე ისაუბრა.

ანანო ამჟამად მადრიდში სწავლობს. სწავლასთან ერთად, მუშაობს და, როგორც ჩანს, ოჯახის წევრებისთვის სათანადოდ ვეღარ იცლის. „ანანო დისერტაციას წერს და მუშაობს და ისიც დიდად არ გვკითხულობს. კითხვაზე, როგორ ხარ, კარგად

შენ? - ასე გვპასუხობს" - წერს ეკა ხოფერია შვილზე.

ესპანეთში წასვლამდე ანანო ლევიძე აქტიურად იყო დედის საქმიანობაში ჩართული და გადაღებებშიც ხშირად მონაწილეობდა. ფართო საზოგადოების ყურადღება გოგონამ სკოლის დამთავრებისას, გამოსაშვებ საღამოზე გადაღებული ფოტოებით მიიპყრო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ანანოსა და მისი შეყვარებულის რომანტიკული კადრები, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონას რჩეული მიშო აბულაძეა, რომელიც ამერიკის შეერთხებულ შტატებში, კოლორადოს უნივერსიტეტში ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს. "Im a professional sweetheart" - ამ წარწერით უზიარებს ფოტოს ანანო ლევიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს. წყვილის ფოტოებს „ინსტაგრამსთორიში" თავად ეკა ხოფერიაც აქვეყნებდა წარწერით "სიყვარული".

ანანო ეკას პირველი ქორწინების დროს შეეძინა, ხოლო მეორე ქორწინებაში მიშა ხუჯაძესთან ორი ვაჟი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე