სტილი
(18.04.2022)

ტელესახე და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს აქვეყნებს სტატუსს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წერენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცუდად დაამთავრებს:

„აქ ხანდახან რამდენიმე თვითდაჯერებულის კომენტარს, ან სტატუსს წააწყდები იმის შესახებ, რომ „ზელენსკი ცუდად დაამთავრებს…

რუსეთუმო ნაცნობებო, როდესაც პუტინი იწყებს ომს ქვეყანაში, მას აუცილებლად გათვლილი აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის ალყაში მოქცევა და გაჟლეტვაც, რათა ეს ყველაფერი საბოლოოდ დაჰბრალდეს იმ ქვეყნის პრეზიდენტს, ვისაც ბომბავს რუსეთი! მაგრამ საქმე ისაა, რომ მას თქვენი იმედი აქვს!.. რომ შუა ომში, ან დასასრულს, თქვენ გაამტყუნებთ დაბომბილი ქვეყნის მეთაურს და დააბრალებთ ომზე წამოგებას!!!

მე კი გეტყოდით:

იძიწე ნა..უი!

უკრაინელების მაგივრად ნუ წყვეტთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე