სტილი
(21.04.2022)

მსახიობი ანი ჩირაძე საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ჩიკას როლს ასრულებდა. მას შემდეგ ჩირაძის გარშემო უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა, თუმცა თავად ანი ჟურნალისტებთან საუბარს ყოველთვის ერიდება და სოციალურ ქსელებშიც უმეტესად თავისი და კონსტანტინე თედელურის ფოტოებს აქვეყნებს.

სწორედ ასეთი დაბალი აქტიურობის გამო გახდა ანი კიდევ უფრო საინტერესო გამომწერებისთვის და მის თითოეულ პოსტს დიდი სიხარულით ხვდებიან ხოლმე. ამჯერად მსახიობმა ახალი ფოტო ქმართან ერთად, ახალი თმის სტილით გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე