სტილი
(05.07.2021)

მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს ბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინო ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს.

ნინო გაჩეჩილაძე არამხოლოდ სერიალში, ცხოვრებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც მისი ურიცხვი „ინსტაგრამგამომწერებიც" მოწმობს. მსახიობს 100 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებსა და დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ.

ნინო გაჩეჩილაძის პირადი ცხოვრება, კარიერა თუ სტილი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის მაგალითია მსახიობის 

მიერ ყველაზე ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებიც, სადაც გამომწერები საკუთარ აზრს დაუფარავად გამოხატავენ: „ქართული სილამაზე! უცხოურ მსახიობებს რომ აფეტიშებენ, აი, რა გოგოები გვყავს ქართველებს! ნინი ყოველთვის ულამაზესი და საყვარელია!“, „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როდესაც სერიალს ვუყურებდი და დაგინახე ამ ვარცხნილობაში. საოცრად გიხდება“, „ულამაზესი, თუმცა ბუნებრივი თმით ყველაზე ლამაზად გამოიყურები“, „ულამაზესი იყავი მართლა, მაგრამ ჩემი აზრია, ეგ კაბა არ უხდებოდა ვარცხნილობას და მაკიაჟს“.

„ამაზე იტყვიან, ლამაზიაო. ლამაზი კი არა სილამაზის რადიაცია ხარ!“ - სწორედ ამ კომენტარის ავტორს გამოეხმაურა ნინო გაჩეჩილაძე და დაწერა, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია. „სარკეში არ იყურები? ზედმეტი თავმდაბლობაც ამპარტავნებაა“ - წერს მსახიობს გამომწერი ფოტოზე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების“ ჩაწერის დროს არის გადაღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე