სტილი
(05.07.2021)

ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე" ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მოდელი სავარუდოდ მესამე ორსულობას ამხელს. ქეთის ამ თემაზე "ინსტაგრამზე" არაფერი უთქვამს, თუმცა ვიდეო ცხადად მოწმობს იმას, რომ მოდელი მესამე შვილს ელოდება.

"გილოცავთ, ფოტოში, სახეზე გეტყობოდათ ცვლილება, ვიდრე დაწერდით" - უწერენ ქეთის ვიდეოს კომენტარებში 

რამდენიმე კვირის წინ, ჟღენტს "ტიკ-ტოკზე" ისიც დაუწერეს რომ წონაში მოიმატა, რაზეც მოდელმა უპასუხა რომ ამ თემის ხაზგასმა საზოგადოების მხრიდან არასწორია. გამომწერები ქეთის წონის მატებასა და ამ ვიდეოს დადებას ორსულობას უკავშირებენ.

წლის მოდელი მილიონერი ბიზნესმენის თორნიკე, თოშა ქებურიას მეუღლეა. ქეთი უკვე ორი შვილის დედაა, პირველი გოგო კატერინა 2 წლის არის ხოლო ბიჭი, ბუბა ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდა. 

მოდელი სწავლობს და პარალელურად შვილების აღზრდასაც ასწრებს.

უმშვენიერესი ქეთი ჟღენტი, საოცარ ფორმაშია, მოდელი ორსულობის შემდეგ ძველ ფიგურას მალევე დაუბრუნდა. ქეთი გამომწერებისგან თბილ კომენტარებს ხშირად იღებს და მის მესამე ორსულობასაც მოდელის გამომწერები დიდი ოვაციებით შეხვდნენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე