სტილი
(05.07.2021)

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.

ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. წყვილი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებსა და ვიდეოებს. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან.

სწორედ კახეთიდან გამოაქვეყნა ქეთიმ რჩეულთან ერთად გადღებული 

ახალი ფოტო, რომელსაც გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „სუპერ წყვილი“, „ბედნიერება ხართ თქვენ და მეც მედება თქვენი სხივები, ვინატრებდი ყველას თავის ჩამონატეხთან შეერთებას და გამთლიანებას“, „ულევი ბედნიერი დღეები თქვენ“, „რა პოზიტივია“ - წერენ კომენტარებში ქეთისა და დავითის მეგობრები.

ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი დაშორებულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და, როგორც ქეთი ამბობს, თავს ერთად კარგად გრძნობენ. დაშორების დეტალებსა და მიზეზებზე წყვილი ხმამაღლა არ საუბრობს. ქეთის და დავითს სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კეთილ სურვილებსა და კომპლიმენტებს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე