სტილი
(05.07.2021)

ქართველი ვლოგერების, გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას წყვილს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებსა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.

სალი და გიორგი ხშირად მოგზაურობენ ეგზოტიკურ ქვეყნებში და უალამაზეს კადრებსა და ვიდეოებსაც აქვეყნებენ. ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობა, რომელსაც გამომწერების მხრიდან დიდი გამოხამურება მოჰყვა, ესპანეთში იყო: „ბარსელონა მშვენიერია! ქუჩაში რომ მიდიხარ, ხვდები, როგორი ელეგანტურია ის. უამრავი კაფე, ბარი, რესტორანი... რასაც არ უნდა შეხედო, ლამაზია. ამ ქალაქში, თითქოს, გრძნობ, რომ პრობლემები არ გაქვს, საფიქრალი არ გაქვს - შენ უბრალოდ მოძრაობ, იღიმი და ყვები ესპანურ რიტმს” - წერდა სალი წვერავა.

ამჯერად წყვილმა დიდი ხნის სურვილის ახდენა და სეიშელის კუნძულებზე გამგზავრება შეძლო. როგორც ცნობილია, მოგზაურობა ივნისის თვეში იყო დაგეგმილი, თუმცა გიორგი ჯობავას კორონავირუსი დაუდასტურდა: „გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მოვიდა PCR ტესტის პასუხი, რომ მაქვს კორონა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი, იმიტომ, რომ არანაირი სიმპტომი არ მქონია. ასე რომ, სეიშელის ტური ასე უცბად ჩავარდა, უფრო სწორედ, გადაიდო“ - ამბობდა გიორგი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. როგორც აღმოჩნდა, მოგზაურობა სულ რამდენიმე დღით გადაიდო და ვლოგერებმა საოცნებო ტურიდან უკვე არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს.

სალი წვერავას ფოტოებს გამომწერების მხრიდან დადებითი შეფასება და უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „რა მაგარი ფოტოაა , ნეტა ყველა ქმარი ასეთ ფოტოებს იღებდეს”, „სალი, საოცრება ხარ“, „რა ლამაზი ფოტოა“ - წერენ გულშემატკივრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე