სტილი
(06.07.2021)

ფოტომოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურია. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს როგორც საკუთარი ყოველდღიურობიდან, ასევე გადაღებებიდან. განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას კი ნეკას შვილის, 6 წლის ლუკას ბასილაშვილის ფოტოები იმსახურებს.

ცოტა ხნის წინ ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში ლუკასის დაბადების დღის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ დედა-შვილმა დრო აფრიკაში საინტერესოდ და მხიარულად გაატარა. „მას შემდეგ, რაც ლუკასს წავუკითხე წიგნი "მსოფლიოს შვიდი საოცრება", მის უახლოეს მიზნად იქცა პირამიდების ნახვა და შესვლა პირამიდებში. მუდმივად მეკითხებოდა პირამიდებზე. მთხოვა, რომ მისი ოცნება ამეხდინა და თავის დაბადების დღეს ეგვიპტეში შეხვედროდა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ აფრიკაში მოგზაურობა” - წერდა მოდელი.

როგორც ჩანს, დედა-შვილი ბევრს მოგზაურობს და ფოტოებს ამჯერად ტექსასიდან, აშშ-დან აქვეყნებს. „ჩემი მაგარი ბიჭი ძალიან სწრაფად გაიზარდა. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ის ისევ სამი წლის ბავშვს ჰგავს, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ ბოლოს სწორედ ამ ასაკში ნახეს. ჩემს ლუკასს უკვე ყველა ის პიროვნული თვისება აქვს, რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს“ - წერს ნეკა დოროყაშვილი შვილის, ლუკასის ფოტოზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე