სტილი
(06.07.2021)

„დაიბადა ბექარ საჯაია! კრუასანი გამოცხვა!“ - ასე ახარა თემო საჯაიამ მეგობრებს შვილის დაბადება სოციალურ ქსელში.

მარიტა ჯანაშიამ და თემო საჯაიამ ერთმანეთი „პოსტ ტვ“-ში გაიცნეს, დამეგობრდნენ, შემდეგ ერთმნეთი შეუყვარდათ, ოჯახი შექმნეს და უკვე პატარა ბიჭის მშობლებიც გახდნენ.

მოდელი მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიური იყო სოციალურ ქსელში, მუშაობდა და ეკრანზეც ჩანდა. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი სტრესის გადატანა მოუხდა, ბებია, მსახიობი მარინა ჯანაშია დაეღუპა. სწორედ მისი მოსახელეა მარიტა. ბებია-შვილიშვილს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდნენ, ერთადაც კი მუშაობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაგმა დაავადებამ გაიმარჯვა მასზე.

ამ რთულ პერიოდში, მარიტასთვის შვილის დაბადება განსაკუთრებულ ემოციებთან იქნება დაკავშირებული. პატარა ბექა დღეს დაიბადა და როგორც ამბობენ, დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე