სტილი
(07.07.2021)

მსახიობებს, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ანი და ილო განსაკუთრებით პოპულარულები სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გახდნენ. 2019 წელს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაქორწინების შესახებ.

2020 წელს წყვილს პირველი საერთო შვილი, ჯერი ბეროშვილი შეეძინა. ბავშვის სახელთან დაკავშირებით კითხვები დიდხანს ისმოდა, ანიმ კი ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა, რომ რადგან ჯერი ვირთხის წელში დაიბადა, სახელიც შესაბამისად, მულტფილმიდან „ტომი და ჯერი“ შეარჩია.

5 ივლისს ჯერი ბეროშვილი ერთი წლის გახდა. როგორც აღმოჩნდა, მისი დაბადების დღის წვეულებაზე ანიმ და ილომ იზრუნეს, ტორტი კი ჯერიმ მშობლებსა და დებთან ერთად ჩააქრო.ანი ბებიას პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყავს, ხოლო ილო ბეროშვილს ჟურნალისტ ნელი აგირბასთან თანაცხოვრებისას ორი გოგონა შეეძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე