სტილი
(07.07.2021)

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

მან ცოტა ხნის წინ „Ketione”-ს ახალი კოლექციის კაბებით გამომწერები მოხიბლა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.

მომღერალი მშობიარობის შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა და შესანიშნავად გამოიყურება.

რაც მის ცხოვრებაში ლევ დენგოვი გამოჩნდა გამომწერების მხრიდან სიმპატიამაც იმატა.

ბევრი მათგანი მოხიბლულია ამ წყვილით და ცდილობს ხშირად ადევნოს თვალი.

ქეთა თავის ულამაზეს ოლივიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად გვთავაზობს.

ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ხალისობს მანქანაში და ამ გზით ცდილობს გამომწერებს დადებითი განწყობა შეუქმნას.

მისი საზაფხულო ლუქები სადა ფერებშია გადაწყვეტილი. მინიმალიზმი, კლასიკური ელემენტები, სინაზე.

ეს სწორედ ის სამი კომპონენტია რასაც მისი ახალი სამოსის დანახვისას შენიშნავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე