სტილი
(07.07.2021)

ცნობილი ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის პირად, ოჯახურ თუ საქმიან ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და მათგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. სულ ცოტა ხნის წინ ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა და მისი ცხოვრების წესიც შეიცვალა.

სწორედ თანამშრომლების მიერ მოწყობილი სურპრიზის ვიდეო გააზიარა მან საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“. როგორც აღმოჩნდა, ეკა ხოფერიას დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს და საჩუქარიც აჩუქეს: „ჩემი დაბადებს დღე, მართალია, 9 ივლისაა, მაგრამ დღეს ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, სასწრაფოდ ჩამოდი მესამე სართულზე, ფინანსური საკითხი უნდა განვიხილოთო. ჩამოვედი და, აი, ეს სურპიზი დამხვდა“ - ამბობს ეკა.

როგორც ჩანს, საჩუქრად მიღებულმა „ამრამ“ ეკა ხოფერია ძალიან გაახარა: „ეს „ამრაა“ ჩვენი გამოფენიდან, მისი ასლი დამიბეჭდეს. მიყვარხართ! ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი!!!“ - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე